„ანაგი“ ი. მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზის რესტავრაციას განახორციელებს
10 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და სამშენებლო კომპანია "ანაგის" დამფუძნებელმა ზაზა გოგოტიშვილმა.
მემორანდუმის თანახმად, უახლოეს მომავალში, სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას განახორციელებს.
კომპანია „ანაგის“ 35 წლის საიუბილეო წლის აღსანიშნავად „შატო მუხრანში“ ჩატარდა ტურნირი რა? სად? როდის?, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „ანაგის“ პარტნიორმა კომპანიებმა. ღონისძიებაში 24 გუნდი მონაწილეობდა.
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული „For Better Earth“ კამპანიის ფარგლებში სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დიღმის ტყე-პარკში 100-ამდე ხე დარგო და დაასუფთავა მიმდებარე ტერიტორია.
28 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფ ლივინგთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლეობის ფარგლებში „ანაგი“ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას №25-ში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.