სიახლეები

22/08/2025

„ანაგმა“ კვლავ წარმატებით გაიარა ISO სერტიფიცირება

სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ კვლავ წარმატებით გაიარა სერტიფიცირება და შეინარჩუნა ISO 9001:2015-ისა (ხარისხის მენეჯმენტი) და ISO 45001:2018-ის (შრომის უსაფრთხოება) საერთაშორისო სერტიფიკატები. 2025 წლის აგვისტოში მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა სასერტიფიკაციო ორგანომ „Lloyd's Register Quality Assurance-მა“ კომპანიის ყველა სტრუქტურული ერთეულისა და ერთ-ერთი სამშენებლო მოედნის კომპლექსური აუდიტი ჩაატარა.

აუდიტმა დაადასტურა, რომ „ანაგის“ მენეჯმენტის სისტემები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტების მაღალ მოთხოვნებს. კომპანია „ანაგი“ ISO 9001-ის სერტიფიკატს 2011 წლიდან ფლობს, ხოლო 2019 წელს სამშენებლო სექტორში პირველმა მოიპოვა „LIoyds Register-ის“ მიერ გაცემული ISO 45001-ის სერტიფიკატი.

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: +995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქუჩა 1ა, ბათუმი, საქართველო, 6009
ტელ: +995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge