„ანაგი“აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას იწყებს
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აგრძელებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. 2017 წლის აგვისტოში კომპანია „ანაგმა“ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. მიმდინარე წლის 31 აგვისტოს შპს „ანაგსა“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ.
კომპანია „ანაგის“ 35 წლის საიუბილეო წლის აღსანიშნავად „შატო მუხრანში“ ჩატარდა ტურნირი რა? სად? როდის?, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „ანაგის“ პარტნიორმა კომპანიებმა. ღონისძიებაში 24 გუნდი მონაწილეობდა.
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული „For Better Earth“ კამპანიის ფარგლებში სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დიღმის ტყე-პარკში 100-ამდე ხე დარგო და დაასუფთავა მიმდებარე ტერიტორია.
28 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფ ლივინგთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლეობის ფარგლებში „ანაგი“ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას №25-ში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.
10 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.