სიახლეები

17/10/2024

„ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნესასოციაციის - ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham), წევრი გახდა.

„ანაგი“ ძალიან ბევრი ადგილობრივი ასოციაციის გამგეობის წევრია, წელს კი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრობაც გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება ახლა არ მიგვიღია, დიდი ხანია ამ ასოციაციაში გაწევრიანების სურვილი გვქონდა, ეს კი სწორედ „ანაგის” 35-ე საიუბილეო წელს დაემთხვა. აღნიშნული პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კონტაქტების დასამყარებლად. ვთვლით, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ ასოციაციაში. ამდენად, გვინდა, რომ ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანებით გავაძლიეროთ როგორც ასოციაცია, ისე „ანაგი“ და წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა შედგეს. ასე რომ, მოხარულები ვართ ამერიკის სავაჭრო პალატაში გაწევრიანებით. ეს ერთ-ერთი დიდი ასოციაციაა საქართველოში, რომელიც არაერთ ბიზნესსუბიექტს თუ სხვადასხვა წარმატებულ ადამიანს აერთიანებს. შესაბამისად, გვიხარია, რომ ამ ასოციაციაში გაწევრიანება შევძელით და გავიარეთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საჭიროა კომპანიის ასოციაციაში გასაწევრიანებლად“ - მარიამ დვალიშვილი (სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელი).

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: +995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქუჩა 1ა, ბათუმი, საქართველო, 6009
ტელ: +995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge