„ანაგი ჯგუფმა“ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა
„ანაგი ჯგუფმა“ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა.
საქველმოქმედო აქციაში აქტიურად ჩაერთნენ "ანაგი ჯგუფის" თანამშრომლებიც, რომლებმაც შეგროვილი თანხით დახმარება გაუწიეს საქართველოში დარჩენილ უკრაინის 200-მდე მოქალაქეს.
ახალ წელს ყოველთვის უფრო განსაკუთრებულს ხდის სითბო, სიყვარული და მზრუნველობა - სიხარულის აღმოჩენა ისეთ პატარ-პატარა საქმეებში, რომლებიც შეგაძლებინებს, რომ სამყარო უფრო ლამაზი, კეთილი და თანაზიარი გახადო!
კომპანია „ანაგის“ 35 წლის საიუბილეო წლის აღსანიშნავად „შატო მუხრანში“ ჩატარდა ტურნირი რა? სად? როდის?, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „ანაგის“ პარტნიორმა კომპანიებმა. ღონისძიებაში 24 გუნდი მონაწილეობდა.
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული „For Better Earth“ კამპანიის ფარგლებში სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დიღმის ტყე-პარკში 100-ამდე ხე დარგო და დაასუფთავა მიმდებარე ტერიტორია.
28 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფ ლივინგთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლეობის ფარგლებში „ანაგი“ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას №25-ში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.