უპირატესობები

მძლავრი ტექნიკური და საწარმოო ბაზები

მაღალტექნოლოგიური, სისწრაფესა და ხარისხზე ორიენტირებული მშენებლობა შეუძლებელია თანამედროვე ტექნიკის გარეშე, რომელსაც ეფექტურად უზრუნველყოფს „ანაგი მექანიზაცია“. კომპანიის განკარგულებაში 160 ერთეულზე მეტი მრავალფუნქციური მანქანა-დანადგარია, რომელთაც კვალიფიციური ოპერატორები და ტექნიკოსები ემსახურებიან.

„ანაგის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანია შპს „ანაგი ბეტონი“ ბეტონის 2 თანამედროვე კვანძს მართავს, რომლებიც თანამედროვე მშენებლობისთვის საჭირო ნებისმიერი სიმტკიცისა და ტიპის ბეტონის პროდუქციას აწარმოებს. საწარმო ასევე აღჭურვილია მაღალი წარმადობის ქვის სამტვრევი კვანძით, მძიმე ტვირთების სასწორითა და პროდუქციის ხარისხის შიდა კონტროლისთვის საჭირო ლაბორატორიით.

შპს „მშენტექკონტროლი“ საშენი მასალებისა და ნაკეთობების აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიაა, რომელიც ორიენტირებულია ტესტირების პროცედურების დროულ და ხარისხიან წარმოებაზე, ნორმატიული დოკუმენტაციით გაწერილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. მომსახურება მოიცავს ისეთი მასალებისა და ნაკეთობების მახასიათებლების დადგენას, როგორებიცაა: არმატურის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, ბეტონის გამოცდა კუმშვაზე, ქვიშის, ღორღისა და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის ხარისხი, სამშენებლო კონსტრუქციების სიმტკიცის განსაზღვრა ურღვევი მეთოდით და სხვა.

მშენებლობის პროცესის სრული სპექტრი

კომპანია აშენებს საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო და ინდივიდუალური დანიშნულების ობიექტებს. ის უწყვეტად შეისწავლის დამკვეთის საჭიროებებს და მათი გათვალისწინებით ახორციელებს პროექტირება-ლეგალიზაციის მომსახურებას, ტექნიკურ ზედამხედველობას, სრულ სამშენებლო მენეჯმენტსა და სხვა.

დაფინანსების მოქნილი ფინანსური სქემა

ჩვენ გთავაზობთ პროექტის დაფინანსების მოქნილ ფინანსურ სქემას - ყოველგვარი სააავანსო თანხის მოთხოვნის გარეშე შესაბამისი საგარანტიო უზრუნველყოფის პირობით.

სტაბილურობა და საიმედოობა

3 ათეულ წელზე მეტი გამოცდილება, დამკვეთის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომები, ფინანსური მდგრადობა და აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება „ანაგის“ მიმართ ნდობის მაღალი ხარისხის საწინდარია.

მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებით

სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიები და მაღალკონკურენტული გარემო დამატებით მოტივაციას ქმნის კომპანიისთვის, გამოიყენოს ახალი, ინოვაციური მიდგომები როგორც მშენებლობის, ისე მართვისათვის. საინჟინრო გუნდი შესყიდვებისა და ტექნოლოგიების სამსახურებთან ერთად იძიებენ, ცდიან და ნერგავენ სამშენებლო სფეროსთვის შემოთავაზებულ სიახლეებს.

მძლავრი ტექნიკური და საწარმოო ბაზები

მაღალტექნოლოგიური, სისწრაფესა და ხარისხზე ორიენტირებული მშენებლობა შეუძლებელია თანამედროვე ტექნიკის გარეშე, რომელსაც ეფექტურად უზრუნველყოფს „ანაგი მექანიზაცია“. კომპანიის განკარგულებაში 160 ერთეულზე მეტი მრავალფუნქციური მანქანა-დანადგარია, რომელთაც კვალიფიციური ოპერატორები და ტექნიკოსები ემსახურებიან.

საკონტრაქტო ვალდებულებების უპირობო შესრულება

პროექტის დაგეგმარებისას „ანაგი“ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მშენებლობის ისეთ ძირითად კომპონენტებს, როგორებიცაა: ტექნოლოგიები და ხარისხობრივი მოთხოვნები, ვადა, ფინანსური სქემები და მრავალი სხვა, რადგან წარმოების თითოეულ ფაზაში ამ პოზიციების უნაკლოდ შესრულება კომპანიის მთავარი ამოცანაა.

გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები

„ანაგის“ წარმატებას, უმეტესწილად, განაპირობებს მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი. სამშენებლო პროცესში ჩართული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის უმეტესობის სამუშაო გამოცდილება 10 წელს აღემატება.

მომსახურების მაღალი დონე

საპროექტო-სამშენებლო პროცესის დაგეგმვისა და მისი განხორციელებისას კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დამკვეთისთვის კომფორტული პირობების შექმნას, რაც გულისხმობს: დეტალური ანგარიშგების წარმოებას, სასურველი ცვლილებების განხორციელებას, წარმოქმნილი პრობლემების ერთობლივ გადაჭრას. ვადის, მოთხოვნილი ხარისხისა და სხვა პირობების დაცვის გარდა, პროექტის წარმატება დამოკიდებულია დამკვეთის კმაყოფილების ხარისხზეც.

მომსახურება მთელ საქართველოში

ზღვისპირეთში, მთიან რეგიონსა თუ გადატვირთულ ქალაქში „ანაგის“ გუნდი ერთნაირი წარმატებით მუშაობს.