მძლავრი ტექნიკური და საწარმოო ბაზები
მაღალტექნოლოგიური, სისწრაფესა და ხარისხზე ორიენტირებული მშენებლობა შეუძლებელია თანამედროვე ტექნიკის გარეშე, რომელსაც ეფექტურად უზრუნველყოფს „ანაგი მექანიზაცია“. კომპანიის განკარგულებაში 160 ერთეულზე მეტი მრავალფუნქციური მანქანა-დანადგარია, რომელთაც კვალიფიციური ოპერატორები და ტექნიკოსები ემსახურებიან.
„ანაგის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანია შპს „ანაგი ბეტონი“ ბეტონის 2 თანამედროვე კვანძს მართავს, რომლებიც თანამედროვე მშენებლობისთვის საჭირო ნებისმიერი სიმტკიცისა და ტიპის ბეტონის პროდუქციას აწარმოებს. საწარმო ასევე აღჭურვილია მაღალი წარმადობის ქვის სამტვრევი კვანძით, მძიმე ტვირთების სასწორითა და პროდუქციის ხარისხის შიდა კონტროლისთვის საჭირო ლაბორატორიით.
შპს „მშენტექკონტროლი“ საშენი მასალებისა და ნაკეთობების აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიაა, რომელიც ორიენტირებულია ტესტირების პროცედურების დროულ და ხარისხიან წარმოებაზე, ნორმატიული დოკუმენტაციით გაწერილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. მომსახურება მოიცავს ისეთი მასალებისა და ნაკეთობების მახასიათებლების დადგენას, როგორებიცაა: არმატურის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, ბეტონის გამოცდა კუმშვაზე, ქვიშის, ღორღისა და ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის ხარისხი, სამშენებლო კონსტრუქციების სიმტკიცის განსაზღვრა ურღვევი მეთოდით და სხვა.