პროექტი

საბაგირო გზა, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:“მეის ინტერნეშენალ ოვერსიზ ლიმიტედ”

დაწყების თარიღი:აპრილი 2012
დასრულების თარიღი:ივლისი 2013
სამშენებლო ფართი: 1100 m2

პროექტის აღწერა


საბაგირო გზის სადგურები დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკონაბეტონის და ლითონის მზიდი კონსტრუქციებია:

საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის, წერტილოვანი. ტექნოლიგიური მოწყობილობების და დანადგარების საყრდენების ქვეშ მოწყობილია მასიური წერტილოვანი საძირკვლები მონოლითური რკინაბეტონისაგან.
ვერტიკალური კონსტრუქციული ელემენტები – ლითონის სვეტები ორტესებრი პროფილებისა და მილკვადრატებისაგან, მონოლითური რკინაბეტონის სვეტები.
ჰორიზონტალური კონსტრუქციული ელემენტები – ლითონის კოჭები და გრძივები ორტესებრი პროფილებისაგან, რომლებზეც მოწყობილია მონოლითური რკინაბეტონის ფილები.
სახურავი – გალვანიზირებული პროფილირებული ფენილებისაგან ლითონის გრძივებზე.
ვიტრაჟები – ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტებით.
ფასადის მოსახვა – "ალუკობონდ"-ის საფასადე მოსაპირკეთებელი ფილოვანი სისტემები.

საბაგირო გზის ლითონის საყრდენების ქვეშ რთულ რელიეფურ პირობებში მოწყობილია მასიური წერტილოვანი საძირკვლები მონოლითური რკინაბეტონისაგან.