პროექტის აღწერა
ფასადებიდან ჩამოყრილია ძველი ბათქაში და შელესილია თავიდან (ჩვეულებრივი ლესვა და ლესვა რუსტებით) და შეღებილია და/ან მოპირკეთებულია აგურით, შეცვლილია ყველა ნაძერწი ფიგურა და ორნამენტი ფასადებზე, შეიცვალა ძველი თუნუქის სახურავები. დამონტაჟებულია ახალი ხის და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები და ხის ვიტრაჟები. ზოგ შენობას დაემატა სართული. ზოგი სახურავი გაკეთებულია "მაცცონეტტო"-ს ფირმის ფარფლებით. მოხდა ჭედური ელემენტების (აივნის მოაჯირები, ჭიშკრები და ა.შ.) რესტავრაცია-აღდგენა და ახლების გაკეთება, ასევე ხის დეკორატიული ელემენტების შეცვლა აივნებზე.