პროექტი

მომსახურების სააგენტო, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:შსს-ს მომსახურების სააგენტო

დაწყების თარიღი:თებერვალი 2009
დასრულების თარიღი:ნოემბერი 2009
სამშენებლო ფართი: 380 m2

პროექტის აღწერა


2-სართულიანი შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქცია მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და ღეროვანი ელემენტებით. ინტერიერში და შიდა ოფისებში ჩატარებულია სრული კეთილმოწყობითი სამუშაოები, შიდა საინჟინრო ქსელების ჩათვლით. ტერიტორიის კეთილმოწყობისას ეზოში დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო გარე განათება, დაირგო მწვანე ნარგავები.

საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ფილა.
ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
გარე და შიდა ვიტრაჟები – ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტით.
ზეძირკვლის კედლების – ბუნებრივი გრანიტის ფილები.
კარნიზი – კომპოზიტური ალუმინი.
ტერასები – კერამოგრანიტის ფილები.