პროექტის აღწერა
მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე შენობების ფასადების აღდგენისათვის კედლებიდან ჩამოიშალა არსებული ნალესი, არქიტექტურული და მხატვრული ფიგურებისა და ორნამენტების ჩათვლით. შემდგომ მოხდა კედლების შებათქაშება ქვიშა-ცემენტის ხსნარით, მოეწყო თავდაპირველი სახით ყველა არქიტექტურულ ფიგურა და მხატვრული ორნამენტი. შეიცვალა არსებული თუნუქის სახურავები "მაცცონეტტო"-ს ფირმის თუთატიტანის ფარფლებით. პარაპეტებზე შეიცვალა ბეტონის ბალიასინები. არსებული ხის კარ-ფანჯრები შეიცვალა ხის და ლითონპლასტმასის პროფილებით დამზადებული კარ-ფანჯრებით. რესტავრირებული ან გამოცვლილი იქნა აივნის ლითონის ჭედური მოაჯირები და სადარბაზოების ჭიშკრები. მეტროს შესასვლელთან აშენდა თაღოვანი პასაჟი, მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციებით. შეიცვალა გარე საინჟინრო ქსელები. მოედანზე დაიგო ბუნებრივი გრანიტის ფილები და ძელურები.