„m³ საბურთალო“ დეველოპერულ კომპანია „m²-ის“ მიერ დაკვეთილი მეხუთე პროექტია, რომელსაც სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.
შენობებისს მზიდი კონსტრუქციები მონოლითური რკინაბეტონისაა. კედლის წყობის სამუშაოები შესრულდება „იტონგის“ ფირმის ავტოკლავური აირბლოკებით.
პროექტით გათვალისწინებულია IV, V, VI, VII, VIII და IX ბლოკების მშენებლობა.
IV ბლოკის საცხოვრებელი სახლი 12-სართულიანია, რომელსაც ერთი მიწისქვეშა პარკინგის სართული აქვს. შენობის სიმაღლე შეადგენს 43 მეტრს. პროექტი მოიცავს ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს.
V ბლოკის საცხოვრებელი სახლი 30-სართულიანია, რომელსაც ორი მიწისქვეშა პარკინგის სართული აქვს. შენობის გაბარიტული ზომებია 61 X 47 მ. შენობის სიმაღლე შეადგენს 111 მ-ს. პროექტი მოიცავს რკინაბეტონის, ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს.
VI ბლოკის საცხოვრებელი სახლი 24-სართულიანია, რომელსაც ორი მიწისქვეშა პარკინგის სართული აქვს. შენობის გაბარიტული ზომებია 81 X 48 მ. შენობის სიმაღლე შეადგენს 92 მ-ს. პროექტი მოიცავს რკინაბეტონის, ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს.
VII ბლოკის საცხოვრებელი სახლი იყოფა ა, ბ, ც და დ ბლოკებად. მათ შორის, ა და ბ ბლოკები 12-სართულიანია, ც ბლოკი − 11-სართულიანი, ხოლო დ ბლოკი კი − 3-სართულიანი. თითოეულ ბლოკს აქვს მიწისქვეშა პარკინგის სართული. შენობის მაქსიმალური ზომები, გეგმის მიხედვით, 103 X 64 მ.-ია. შენობის სიმაღლე შეადგენს 42 მეტრს. პროექტი მოიცავს რკინაბეტონის, ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს.
VIII ბლოკის საცხოვრებელი სახლი იყოფა ა, ბ და პარკინგის ბლოკებად. მათ შორის ა და ბ ბლოკები 11-სართულიანია, რომლებსაც მიწისქვეშა პარკინგის სართული აქვს. პარკინგის ბლოკი ერთსართულიანია, რომელიც მიწისქვეშაა განთავსებული. შენობის მაქსიმალური ზომებია გეგმის მიხედვით 66 X 60 მ. შენობის სიმაღლე შეადგენს 40 მეტრს. პროექტი მოიცავს რკინაბეტონის, ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს.
IX ბლოკის საცხოვრებელი სახლი იყოფა ა, ბ და პარკინგის ბლოკებად. მათ შორის, ა და ბ ბლოკები 12-სართულიანია, რომლებსაც მიწისქვეშა პარკინგის სართული აქვს. პარკინგი ერთსართულიანია, რომელიც მიწიქვეშაა განთავსებული. შენობის მაქსიმალური ზომები, გეგმის მიხედვით, 102 X 57 მ.-ია შენობის სიმაღლე შეადგენს 42 მ-ს. პროექტი მოიცავს რკინაბეტონის, ბლოკის წყობის, საინჟინრო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს.
m³ საბურთალო, თბილისი
მიმდინარე
დაწყების თარიღი:ოქტომბერი 2021
დასრულების თარიღი:აგვისტო 2023
სამშენებლო ფართი: 193500 m2
დასრულებული

სქაილაინ რეზიდენსი, თბილისი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2015 /
დასრულების თარიღი:ივლისი 2017
დამკვეთი:სს „m² უძრავი ქონება“
სამშენებლო ფართი:7300 m2
დასრულებული

მრავალფუნქციური კომპლექსი ჭავჭავაძის 30, თბილისი
დაწყების თარიღი:ნოემბერი 2016 /
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2020