პროექტის აღწერა
სამშენებლო კომპანია "ანაგის" მიერ შესრულდა შენობის მონოლითური კარკასის სამუშაოები.
შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით.
საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ფილა.
ვერტიკალური ელემენტები – მონოლითური რკინაბეტონის სვეტები.
ჰორიზონტალური ბრტყელი ფირფიტოვანი ელემენტები – მონოლითური რკინაბეტონის კესონური სართულშუა გადახურვები.
გამოყენებული ლითონის კონსტრუქციული ელემენტები – შედგენილი კვეთის მქონე ლითონის კოჭები მალით 30 მ. შედგენილი კვეთის წინასწარ დაძაბული ლითონის კოჭი მალით 45 მ.