პროექტი

იბის ბაჯეთი ახვლედიანის ქუჩაზე, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი: შპს “ბეტა ჯგუფი”

დაწყების თარიღი:დეკემბერი 2018
დასრულების თარიღი:სექტემბერი 2019
ნომრების რაოდენობა: 150

პროექტის აღწერა


5 სართულიანი შენობა, ერთი მიწისქვეშა სართულით, დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან. ქვაბულის გამაგრება მოხდა ხიმინჯების მოწყობით დიამეტრით 600 მმ.

საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ფილა, სისქით 600 მმ. 
გარე პერიმეტრის კედლები – “ბედეგის” ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.  
შიდა ტიხრები – თაბაშირ მუყაოს ფილებით, “კნაუფის” ტექნოლოგიის სრული დაცვით. 
ფანჯრები და ვიტრაჟები – ალუმინის საფასადე პროფილებით, სამმაგი მინაპაკეტები.
ფასადების მოპირკეთება – “თერმოლოკის” ჰიდროსაიზოლაციო მასალით ლესვა და აგურით მოპირკეთება. ასევე სპილენძის ფირფიტებით მოპირკეთება ლითონის კარკასზე.