პროექტი

ჰუალინგ ბუტიკ სასტუმრო, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:სს „ჰუალინგ ჯგუფი“

დაწყების თარიღი:იანვარი 2021
დასრულების თარიღი:მარტი 2024
სამშენებლო ფართი: 19200 m2
ფუნქციური დანიშნულება: სასტუმრო
მისამართი: ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას ქუჩა №12
არქიტექტურული პროექტის ავტორი: NK Construction

20 000 მ²-მდე სამშენებლო ფართის მქონე 12-სართულიანი ნაგებობა ქალაქის ცენტრალურ უბანში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას მდებარეობს.

ახალი ნაგებობის კომპოზიციური გეომეტრია იმეორებს უწინდელი შენობის იერსახეს, ასე რომ ახალ შენობაშიც შენარჩუნებული იქნება დამახასიათებელი წახნაგოვანი ერკერები. მაგრამ ასევე, განახლდება ცენტრალური შესასვლელის მოცულობითი არქიტექტურული გადაწყვეტა, დაემატება ვერტიკალს აყოლებული ვიტრინები და სახურავის სართულს დაამშვენებს მინის კუბი.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• არსებული შენობის დემონტაჟი
• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.