პროექტი

გლდანის საცურაო აუზი, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:სსიპ ``საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო``

დაწყების თარიღი:დეკემბერი 2011
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2012
სამშენებლო ფართი: 5100 m2

პროექტის აღწერა


შენობა 3 საცურაო აუზითა და 3 საუნით დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და ღეროვანი ელემენტებით. მოწყობილია შიდა საინჟინრო ქსელები მოწყობილობებითა და დანადგარებით, აუზების გამწმენდი სისტემებით. მოწყობილია შიდა გზები ასფალტის საფარით. მოედნებზე დაგებულია ბეტონის დეკორატიული ფილები.

საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები დიამეტრით 600 მმ, რომლებზეც დაფუძნებულია მონოლითური რკინაბეტონის საძირკვლის ფილა.
სახურავი – ბრტყელი ლითონის ფერმები მალით 30 მ.
ბურული – ლითონის პროფილირებული პროფილები ლითონის გრძივებზე.
კედლები - ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
ფანჯრები და ვიტრაჟები – ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
ფასადების მოსახვა – "ალუკობონდ"-ის საფასადე მოსაპირკეთებელი ფილოვანი სისტემები.