პროექტი

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:სსიპ ``საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო``

დაწყების თარიღი:დეკემბერი 2011
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2012
სამშენებლო ფართი: 6600 m2

პროექტის აღწერა


4-სართულიანი შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის და ლითონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია რთული, ფირფიტოვანი და ღეროვანი ელემენტებისაგან.

საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები დიამეტრით 1200 მმ, რომლებზეც ეფუძნება მონოლითური რკინაბეტონის ფილა.
სახურავი – რთული, სივრცული ლითონის მილოვანი ფერმები.
ბურული – ლითონის სენდვიჩ-პანელები ლითონის გრძივებზე.
კედლები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
ფანჯრები და ვიტრაჟები – გერმანული ფირმა "შუკო"-ს ალუმინის შავი ფერის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
ფასადის მოსახვა – თბოიზოლაცია, ქვიშა-ცემენტის ხსნარი, ფასადის საღებავები.
ეზოს კეთილმოწყობა – ასფალტის საფარი, ქვაფენილი, ბეტონის და ბაზალტის ქვის ბორდიურები, გამწვანება ნარგავებით.