პროექტი

გალერია თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს “თბილისი პლაზა”

დაწყების თარიღი:იანვარი 2016
დასრულების თარიღი:ნოემბერი 2017
სამშენებლო ფართი: 41600 m2

პროექტის აღწერა


9-სართულიანი შენობა ერთი მიწისქვეშა სართულით, დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია
მარტივი, ბრტყელი ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებით. ფასადი შეიმოსა ალუმინის პროფილებისაგან დამზადებული ვიტრაჟებით, შემინული დაპრინტული მინით. შენობაში დამონტაჟებულია ფირმა "შანხაი მიცუბიში"-ს 11 ცალი ლიფტი და 17 ცალი ექსკალატორი. სავაჭრო ცენტრის წინ მდებარე ტროტუარი მოპირკეთებულია ბუნებრივი გრანიტის ქვებით.

საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები, დიამეტრით 1200 მმ, სიგრძით 22-27 მ, რომლებზეც დაფუძნებულია მონოლითური რკინაბეტონის კოჭოვანი ფილა.
კედლები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
ფასადის მოსახვა – თბოიზოლაცია, ქვიშა-ცემენტის ხსნარი, "კაპაროლ"-ის საღებავი.