პროექტის აღწერა
ბავშვთა ფოლკლორის ცენტრის შენობებს ჩაუტარდა ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები. განხორციელდა სარეპეტიციო და საკონცერტო დარბაზების სრული აღდგენა. შეიცვალა ადმინისტრაციული შენობის სახურავი. მოეწყო ღია კინოდარბაზი. შენობების ფასადის კედლების ნაწილი შეილესა და შეიღება, ხოლო ნაწილი მოპირკეთდა ეკლარისა და გრანიტის ქვებით. ცენტრის ტერიტორიაზე დაიგო გრანიტის ფილები, მოეწყო ბაზალტის და გრანიტის ბორდიურები. ჩაუტარდა რეაბილიტაცია შიდა საინჟინრო ქსელებს, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას.