პროექტი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:ბათუმის და ლაზეთის ეპარქია

დაწყების თარიღი:აპრილი 2006
დასრულების თარიღი:აპრილი 2007
სამშენებლო ფართი: 800 m2

პროექტის აღწერა


2-სართულიანი შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქცია მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და ღეროვანი ელემენტებით. ინტერიერში და შიდა ოთახებში ჩატარებულია კეთილმოწყობის სამუშაოები, შიდა საინჟინრო ქსელების მოწყობით. ავტოფარეხში დამონტაჟებულია დისტანციური მართვის კარები. ეზოში დაგებულია გრანიტის ფიგურული ფილები, ასევე გრანიტის ფილებით მოპირკეთებულია შემომფარგვლელი ღობის ზეძირკველი და სვეტები.

საძირკვლები – ლენტური ტიპის, მონოლითური რკინაბეტონისაგან.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
გარე კარ-ფანჯრები – ალუმინის იზოპროფილები, ორმაგი მინაპაკეტით.
ფასადის მოსახვა – ქვიშა-ცემენტის ხსნარი, ფასადის საღებავები, მხატვრული ფიგურები და დეტალები. 
მთავარი კიბე კოლონადებით – ბუნებრივი გრანიტის ფილები.
ზამთრის ბაღის სახურავი – ალუმინის პროფილები.
შენობის სახურავი – კრამიტი ხის სანივნივე სისტემაზე.