“ანაგს”,“საქართველოს ბანკს” და “რედკოს” შორის მემორანდუმი გაფორმდა
14 თებერვალს კომპანია “ანაგმა” დეველოპერულ კომპანია “რედკოსთან” და “საქართველოს ბანკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს პარტნიორობის შედეგად მომდევნო 5 წლის მანძილზე დეველოპერული კომპანია “რედკოს” მიმდინარე და ახალი პროექტების, ხარისხიან და ვადებში დასრულებას, რომელსაც სამშენებლო კომპანია “ანაგი” განახორციელებს. საქართველოს ბანკი რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, მშენებლობის ფაზებს ნაწილობრივ დააფინანსებს.
2019 წლის 27 ნოემბერს, სამშენებლო კომპანია "ანაგსა" და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მხარეები კადრების მომზადების მიზნით უზრუნველყოფენ გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას.
2019 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია “ანაგი” გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა ISO 45001:2018 სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის პირველ საერთაშორისო სტანდარტს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად. აღსანიშნავია, რომ კომპანია “ანაგი” ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო ISO 45001 სისტემის შემუშავება და აუდიტისთვის მომზადება.