სიახლეები

09/09/2019

“ანაგმა” ISO 45001:2018 მოიპოვა

2019 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია “ანაგი” გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა ISO 45001:2018 სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის პირველ საერთაშორისო სტანდარტს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად. აღსანიშნავია, რომ კომპანია “ანაგი" ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო ISO 45001 სისტემის შემუშავება და აუდიტისთვის მომზადება.

ზემოთ აღნიშნული სტანდარტი მიმართულია ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფაზე, რასაც კომპანია “ანაგი" მთელი გუნდით ახორციელებს.

ISO 45001:2018 სერტიფიკატის აუდიტი განხორციელდა “აისო ქონსალთიგ ჯორჯია"-ს და “ლლოიდს რეჯისტერ"-ის აუდიტორების მიერ. სერტიფიკატის გამცემ ორგანოს წარმოადგენს “ლლოიდს რეჯისტერი".

ასევე, სამშენებლო კომპანია “ანაგმა" 2019 წელს წარმატებით გაირა ISO 9001:2015 გეგმიური აუდიტი და ძალაში დარჩა კომპანიის მიერ 2017 წელს მოპოვებული ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი.

სხვა სიახლეები

/ კონტაქტი

თბილისი

კოსტავას ქუჩა 37/39, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: 995 (32) 224 12 11 ელ.ფოსტა: info@anagi.ge

ბათუმი

ფიროსმანის ქუჩა 1, ბათუმი, საქართველო, 6009
ტელ: 995 (422) 27 41 39 ელ.ფოსტა: office@anagi.ge