ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი კომპლექსი
მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა, II შესახვევი
არქიტექტურული პროექტის ავტორი: თამარ გვიჩიანი
საცხოვრებელი კომპლექსი სამი 12-სართულიანი ნაგებობისაგან შედგება და 28 000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთზეა გაშლილი. მის ცენტრში მომცრო ზომის გამწვანებული ეზოა მოწყობილი. შენობები განლაგებულია ტერიტორიის პერიმეტრის სამი ერთმანეთის პირისპირ მდებარე ფერდის პარალელურად, მეოთხე ფერდი კი საპარკინგო ზონას უკავია. ამით დაცულია როგორც ჩაუხედაობის პრინციპი, ასევე უბნის აერაცია და ინსოლაციის მაღალი სტანდარტი. სადა ესთეტიკის მქონე შენობები ფუნქციური სიმარტივით გამოირჩევა. ღია ტონალობის ფასადებს აქვს კონსოლურად შეკიდებული აივნები, რომლებითაც ყველა მობინადრეა უზრუნველყოფილი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:
• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• ბინების მოსაპირკეთებელი სამუშაოები (ე.წ. „გასაღებქვეშ“);
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.
საცხოვრებელი კომპლექსი, ქუთაისი
მიმდინარე
დამკვეთი:სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“
დაწყების თარიღი:მაისი 2023
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2025
სამშენებლო ფართი: 51600 m2
დასრულებული
სქაილაინ რეზიდენსი, თბილისი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2015 /
დასრულების თარიღი:ივლისი 2017
დამკვეთი:სს „m² უძრავი ქონება“
სამშენებლო ფართი:7300 m2
დასრულებული
მრავალფუნქციური კომპლექსი ჭავჭავაძის 30, თბილისი
დაწყების თარიღი:ნოემბერი 2016 /
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2020