პროექტი

საცხოვრებელი კომპლექსი, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“

დაწყების თარიღი:თებერვალი 2023
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2025
ფუნქციური დანიშნულება: საცხოვებელი კომპლექსი
მის.: ქ. თბილისი, ა. თვალჭრელიძის ქუჩა №2
არქიტექტურული პროექტის ავტორი:

ფუნქციური არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი კახეთის გზატკეცილიდან 600 მეტრში, ა. თვალჭრელიძის ქუჩაზე, მდებარეობს.

7 ჰა-ზე გადაშლილი ქანობიანი რელიეფის დონეთა სხვაობა 16.9 მეტრს შეადგენს და, აქედან გამომდინარე, 11-ვე შენობა სამ მწკრივად არის გადანაწილებული. შემოღობილ ტერიტორიას აქვს უზარმაზარი სარეკრეაციო მწვანე სივრცე, ბავშვთა სათამაშო მოედანი, ღია სავარჯიშო დარბაზი და საპარკინგო ზონები გამტარი მოკირწყვლით. 10-11-სართულიანი საცხოვრებელი ბლოკების კარკასი შედგება მონოლითური რკინაბეტონის კედლებისაგან, ნაწილობრივ შემავსებლად გამოყენებულია ბეტონის ბლოკი, ხოლო ფასადები შელესილია დეკორატიულად და შეღებილია ნაცრისფრად.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა.