პროექტი

პოლიციის ქალაქი, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

დაწყების თარიღი:იანვარი 2023
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2025
სამშენებლო ფართი: 108000 m2
ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი კომპლექსი
მისამართი: ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაის ქუჩა №69
არქიტექტურული პროექტის ავტორი: სოფიო ხოჯავა

სხვადასხვა სახის მარადმწვანე ხეებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე ხუთი 12 და ორი 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გენერალურ გეგმაზე ისეა გადანაწილებული, რომ მათ შორისაა მოქცეული უხვი სიმწვანე, სპორტული და საბავშვო მოედნები, რაც მეზობლებს შორის იზოლირების დაცვას უზრუნველყოფს.

ფასადების ძირითადი ღიანაცრისფერი სიბრტყიდან ბაცი ყვითელი, კონსოლურად გადმოკიდებული აივნები სადა და უპრეტენზიო ესთეტიკას ჰქმნიან. პირველი სართული მთლიანად ავტოსადგომს ეთმობა, ხოლო ზედა სართულებზე ტიპური 1100 ბინაა განთავსებული.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.