პროექტი

პარკ ჰოუმ ვაკე, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:შპს „ანაგი დეველოპმენტი“

დაწყების თარიღი:ივნისი 2020
დასრულების თარიღი:ნოემბერი 2023
სამშენებლო ფართი: 70000 m2
ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი კომპლექსი
მის.: ქ. თბილისი, ზ. ავალიშვილის ქუჩის და ვაკის კორტების მიმდებარედ
არქიტექტურული პროექტის ავტორი: შპს „მიდამო“

8 000 მ² რეკრეაციული ზონით გარშემორტყმული, პრემიუმ ხაზის, ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი სამი 10-სართულიანი დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება. შენობები ერთმანეთთან საერთო პოდიუმით არის დაკავშირებული, სადაც განთავსებულია ბიზნეს ცენტრი, კომერციული და საოფისე ფართები, სამხატვრო გალერეა, სპორტული დარბაზი, 25-მეტრიანი საცურაო აუზი და ავტოსადგომი.

კუბის ფორმის, ბაცი ტონალობის შენობების აივნების ჭადრაკისებურ სიმეტრიულ წყობას, ყოველ მხარეს პიქსელისებრი ასიმეტრიული კუბები აქვს ქვედა კუთხეებში ამოკლებული, რაც კონტრასტულ ტონალობებშია შესრულებული და შენობას უნიკალურობასა და თანამედროვეობას მატებს.

შენობის კონსტრუქციული სქემა ჩარჩოკავშირებიანი ტიპისაა, ცენტრში განლაგებული სიხისტის ბირთვით. შენობის საძირკველი გაწყობილია 1,5 მ სისქის რკინაბეტონის ფილით, რომელიც ეფუძნება 1,5 მ დიამეტრის ხიმინჯებს, რომელთა სიმაღლე 50-55 მეტრია. კონსოლების ეფექტი მიღებულია 3 სართულზე უწყვეტი დიაფრაგმული კედლებით, რომლებიც შენობის კონსოლური ნაწილიდან უკავშირდება სიხისტის ბირთვს.


კონტრაქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• საინჟინრო ქსელების გაყვანა;
• ინტერიერის პირკეთება;
• 200 ბინის სრული მოპირკეთება (კომფორტ სტანდარტ+);
• ფასადის მოპირკეთება;
• შენობის გადახურვა;
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.