პროექტი

m² ჰაილაითი, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:

დაწყების თარიღი:მაისი 2023
დასრულების თარიღი:იანვარი 2026
სამშენებლო ფართი: 87000 m2
ფუნქციური დანიშნულება: მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი
მის.: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №1
არქიტექტურული პროექტის ავტორი: დავით ქევანიშვილი

გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე, 26 და 36-სართულიანი ცათამბჯენები აერთიანებს: ღია ტერასებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, საოფისე და კომერციულ ფართებს, მიწისქვეშა ავტოსადგომებს და კომპლექსის მენეჯერის მომსახურებას. გვერდიგვერდ მდგარი, კუთხეებში მომრგვალებული ფორმის ცათამბჯენები მიწისზედა წახნაგოვანი ორი სართულით ერთმანეთზე ჰარმონიულად არის გადაბმული და მათი ფასადები სწორი, ვერტიკალური დანაყოფებით სადა, თანამედროვე და ცისკენ მიმართულ განცდას ტოვებს.

პროექტში გათვალისწინებულია ინკლუზიური ხელმისაწვდომობა, ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• 1000 ბინის მოსაპირკეთებელი სამუშაოები (თეთრი კარკასი).