ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი სახლი
მის.: ქ. თბილისი, ნეკერჩხლების ქუჩა
არქიტექტურული პროექტის ავტორი: architects.ge
საცხოვრებელი ბლოკები (B4,B5) „ლისი ვერანდის“ კომპლექსში „ლისი დეველოპმენტის“ მიერ კომპანია ანაგისთვის დაკვეთილი პირველი პროექტია. ოთხსადარბაზოიანი შენობა 10 100 კვ.მ ფართობს მოიცავს. მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.
ნაგებობა ქუჩის მხრიდან 5-, ხოლო ეზოს მხრიდან 6-სართულიანია, სადაც ნახევრად სარდაფებში დუპლექსებია მოწყობილი. შენობას ორივე მხრიდან აივნები და ტერასები ამშვენებს. აივანზე სპეციალურ ნიშებში განთავსებულია კონდიციონერები და ქვაბები, რომლებსაც ხის ცხაურები ფარავს. კონსტრუქცია აგებულია ჩარჩო-მონოლითური კონსტრუქციისგან.
თანამედროვე არქიტექტურის მქონე ფასადებისათვის დამახასიათებელია სწორხაზოვანი გეომეტრიული ფორმები და მოსაპირკეთებელი მასალების ფერთა პალიტრის დაბალანსებული ურთიერთკავშირი. დომინანტურ აგურის სიბრტყეებზე ჰარმონიულადაა შერწყმული ბეტონის, ხისა და ნაცრისფერი მასალის არქიტექტურული ელემენტები, რაც ვიზუალურად მიმზიდველ კომპოზიციას ქმნის.
მწვანე ქალაქი ლისზე (შენობა B4, B5), თბილისი
დასრულებული
დაწყების თარიღი:ოქტომბერი 2014
დასრულების თარიღი:მარტი 2016
სამშენებლო ფართი: 10100 m2
დასრულებული
სქაილაინ რეზიდენსი, თბილისი
დაწყების თარიღი:დეკემბერი 2015 /
დასრულების თარიღი:ივლისი 2017
დამკვეთი:სს „m² უძრავი ქონება“
სამშენებლო ფართი:7300 m2
დასრულებული
მრავალფუნქციური კომპლექსი ჭავჭავაძის 30, თბილისი
დაწყების თარიღი:ნოემბერი 2016 /
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2020