პროექტი

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ბათუმი

მიმდინარე

დამკვეთი:ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“

დაწყების თარიღი:აგვისტო 2023
დასრულების თარიღი:თებერვალი 2026
ფუნქციური დანიშნულება: მრავალბინიანი სოციალური საცხოვრებელი სახლი
მის.: ქ. ბათუმი, ა. ჩხაიძის ქ. № 7 (ე.წ. შანხაის დასახლება)

საპროექტო არეალი მდებარეობს ქ. ბათუმის შესასვლელში, რკინიგზის სადგურისა და პორტის სიახლოვეს. ტრაპეციისებრი ფორმის 11 900 კვ.მეტრი სანებართვო მიწის ნაკვეთი მოქცეულია ა. ჩხაიძისა და ერისთავის ქუჩებს შორის.

კომპლექსი შედგება ტერიტორიის ცენტრში განთავსებული ორი 8-სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან, რომელთა საერთო ფართი 10 887 კვ.მეტრია. ნაკვეთის აღმოსავლეთით სპორტული მოედანი მდებარეობს, აღმოსავლეთით − ბავშვთა ატრაქციონები, ხოლო კორპუსებს შორის არსებული შიდა ეზო გამწვანებასა და სხვადასხვა აქტივობისათვის განკუთვნილ მოედანს უკავია. ტერიტორიას სამი მხრიდან აკრავს საპარკინგო ზონები და 3 570 კვ.მ-ის გამწვანებული არეალი.

ფუნქციური არქიტექტურის მქონე ფასადებზე ერთმანეთს ენაცვლება სწორხაზოვანი გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც თეთრისა და ნაცრისფრის სამ ტონალობაშია გადაწყვეტილი.