პროექტი

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, ბათუმი

მიმდინარე

დამკვეთი:ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“

დაწყების თარიღი:აგვისტო 2023
დასრულების თარიღი:თებერვალი 2026
სამშენებლო ფართი: 14700 m2
ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი სახლი
მისამართი: ქ. ბათუმი, სელიმ ხიმშაშვილის 94/96
არქიტექტურული პროექტის ავტორი: გრიგილ გარუჩავა - სააქციო საზოგადოება „აჭარკაპმშენი“

საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქ. ბათუმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სანებართვო 8 500 კვ.მეტრზე გადაჭიმული განაშენიანების ფართობი შეადგენს მხოლოდ 1 450 კვ.მეტრს (კ1=02), ხოლო დანარჩენი ეზოს კეთილმოწყობისა და საგზაო ინფრასტრუქტურისთვისაა გამოყოფილი.

სარკისებრი გეგმარების მქონე კომპლექსის კიდეებში არსებულ ტეხილ ვერტიკალურ არქიტექტურულ აქცენტებს შუა ნაწილში სადა და სწორხაზოვანი გეომეტრიული ფორმები აბალანსებს. ფასადის დომინანტური კუთხეები დაფერილია ასიმეტრიული გეომეტრიული კომპოზიციით, რაც კომლექსს ორიგინალურობასა და საავტორო შემოქმედებით უნიკალურობას ანიჭებს.

8-სართულიან 26 მ. სიმაღლის მქონე ნაგებობაში პირველ სართულზე განთავსებულია სავაჭრო და საოფისე ფართები, ხოლო ზედა სართულებზე − 182 ბინა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობების კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ბლოკის წყობის სამუშაოები;
• სახურავის საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• საერთო სარგებლობის ფართების მოსაპირკეთებელი სამუშაოები;
• 182 ბინის მოსაპირკეთებელი სამუშაოები (ე.წ. „გასაღებქვეშ“);
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.