პროექტი

მარცვლეულის საწყობი, ფოთი

დასრულებული

დამკვეთი:შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“

დაწყების თარიღი:მარტი 2021
დასრულების თარიღი:იანვარი 2022
შენობის ფუნქციური დანიშნულება: მარცვლეულის საწყობი
მისამართი: ფოთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №61
არქიტექტურული პროექტის ავტორი: ლ. ხუხაშვილი

ნაგებობა მდებარეობს ქ. ფოთში, შავი ზღვის სანაპიროსთან ახლოს, დავით აღმაშენებლის ქუჩა №61-ში. ის ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ინფრასტრუქტურის ნაწილია. შენობას ანგარის ტიპის ორქანობიანი გადახურვა აქვს, რომელიც საყრდენად იყენებს „პილასტრებითა“ და „კონტრფორსებით“ გამაგრებულ ბეტონის ცოკოლს.

შესრულებელი სამუშაო:

• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• საინჟინრო ქსელების სამონტაჟო სამუშაოები (MEP);
• ტერიტორიის კეთილმოწყობა.