პროექტი

m² ნუცუბიძეზე, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:„m² დეველოპმენტი“

დაწყების თარიღი:თებერვალი 2013
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2015
სამშენებლო ფართი: 27900 m2
ფუნქციური დანიშნულება: მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლი
მის.: ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქუჩა № 82

2013 წელს დაწყებულ 4 807 კვ.მ საპროექტო ტერიტორიაზე გაშენებული 27 900 კვ.მ-ის სამშენებლო ფართობის მქონე საცხოვრებელი კომპლექსი კომპანია „m2-ის“ მიერ ანაგისთვის დაკვეთილი პირველი ობიექტია. „m² ნუცუბიძეზე“ ქ.თბილისში, შ. ნუცუბიძის № 82-ში, მდებარეობს.

ტერიტორიას სამი მხრიდან აქვს სამანქანო მისასვლელი. კომპლექსი იდეალურად ერწყმის რელიეფს, რის შედეგადაც მზის სხივები ნაგებობაზე ეფექტურად ნაწილდება. მას აქვს 2-სართულიანი ღია ავტოსადგომი, რომელიც გათვლილია 85 მანქანაზე, ხოლო შიდა ეზოში განთავსებულია დიდი სპორტული მოედანი, მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები.

საპროექტო კომპლექსი შერეული ფუნქციისაა - შენობის პირველ სართულზე, შ. ნუცუბიძის ქუჩის გასწვრივ, განთავსებულია 515 კვ.მ-ის სავაჭრო/კომერციული დანიშნულების ფართობები, ხოლო საცხოვრებელი ნაწილი მოიცავს 221 ბინას და შედგება „A,B,C,“ (8 /9 სართული) ბლოკებისა და „D“ 15-სართულიანი ბლოკისგან.

„m² ნუცუბიძეზე“ ქალაქის სხვა კომპლექსებისაგან გამოირჩევა თავისი სადა, ხარისხიანი და ფუნქციურად დატვირთული ინდივიდუალური არქიტექტურით. ე.წ. „ფრანგული აივნებით“ უხვად შემკული და აქცენტირებულად გახსნილი სადარბაზოებით გადაბმული, ტეხილი გეგმარების მქონე საცხოვრებელი ბლოკები მუქი ნაცრისფრისა და კონტრასტულ-დომინანტური ნარინჯისფრით დინამიკურად ერწყმის ერთმანეთს და სასიამოვნო, დასამახსოვრებელ კომპოზიციას ქმნის.