პროექტი

დეკა ვარკეთილი, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:„დეკა დეველოპმენტი“

დაწყების თარიღი:თებერვალი 2025
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2025
სამშენებლო ფართი: 34000 m2
ფუნქციური დანიშნულება: მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლი
მისამართი: ქ. თბილისი, აბაშვილის ქუჩა № 3
 
„დეკა ვარკეთილი“ მდებარეობს ქალაქ თბილისში, აბაშვილის ქ. № 3-ში, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე გამოყოფილ, სიმწვანეში ჩაფლულ 5 397 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

68 მეტრი სიმაღლის შენობა მიწის ზევით 20-სართულიანია, მიწისქვეშა ორ და ასევე პირველი სართულის ნახევარზე მოეწყობილია საპარკინგო ზონა 115 ავტომობილისათვის, 1-ელი სართულის მეორე ნახევარი ეთმობა კომერციულ ფართებს, ხოლო 19 სართულზე კი გადანაწილებულია საცხოვრებელი ბინები.

მზიდი კონსტრუქცია წარმოადგენს მონოლითური რკინაბეტონის კარკასს, ხოლო სართულშუა გადახურვა მონოლითური ფილებით არის შესრულებული.

ფასადები ძირითადად მოპირკეთებულია აგურის, ხის ტექსტურის იმიტაციებითა და ე.წ. მიუხენის ქვიშა-ცემენტის დეკორატიული ნალესით. თეთრი და შავი საფასადო საღებავი და მინისა და ამოშენებული აივნების მოაჯირები ვერტიკალურ პროექციაში ერთმანეთს თანმიმდევრულად ენაცვლება და სადა, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე ფასადს ქმნის.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:

• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• იზოლაციის მოწყობა პერიმეტრის კედლებზე.