ფუნქციური დანიშნულება: სასტუმრო
მის.: ქ. ბათუმი, მ.კოსტავას ქუჩა №18-20ა
1905-1906 წლებში აგებულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.
შენობა სამსართულიანია და მოდერნის სტილითაა აგებული. დღეისათვის არქიტექტორის ვინაობა უცნობია. ავტორი სარკისებურად იმეორებს ღიობთა განლაგებასა და მხატვრულ-კომპოზიციურ მორთულობას. ფასადები მოდერნისათვის დამახასიათებელი უხვი მხატვრულ-დეკორატიული ელემენტებითაა გაფორმებული − ყვავილოვანი რელიეფური ფრიზებით, ქალის რელიეფური გამოსახულებებით, კარტუშით, აივნის ძირში მამაკაცის გროტესკული ჰორელიეფური თავით, გირლიანდებით და ფერადოვანი მოზაიკით.
სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ 2022 წლის აპრილში დაიწყო აღნიშნული ობიექტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ნაგებობის სტატუსიდან გამომდინარე, შენობას ძველი ფასადი შეუნარჩუნდა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაო:
• ფასადის კონსერვაცია და რესტავრაცია;
• შენობის კონსტრუქციების მშენებლობა;
• მიწისქვეშა კედლების საიზოლაციო სამუშაოები;
• ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
ბათუმი თრაიბი, ბათუმი
დასრულებული
დამკვეთი:შპს „სოდი ინვესტმენტი“
დაწყების თარიღი:აპრილი 2022
დასრულების თარიღი:იანვარი 2024
სამშენებლო ფართი: 7200 m2
მიმდინარე
თაბორი - სასტუმრო და გოლფ კლუბი, თბილისი
დაწყების თარიღი:ოქტომბერი 2017 /
დასრულების თარიღი:დეკემბერი 2024
დამკვეთი:შპს „თაბორი რიზორთსი“
დასრულებული
ეპიგრაფი, თბილისი
დაწყების თარიღი:მარტი 2020 /
დასრულების თარიღი:აგვისტო 2022