პროექტი

არქი ვაზისუბანი A, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:„არქი“

დაწყების თარიღი:ოქტომბერი 2016
დასრულების თარიღი:ივლისი 2018
სამშენებლო ფართი: 8800 m2
ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი სახლი
მის.: ქ. თბილისი, შ. მშველიძის ქუჩა №1

საცხოვრებელი კომპლექსი „არქი ვაზისუბანი“ არქის მიერ დაკვეთილი პირველი პროექტია. 2016 წელს დაწყებული 8 800 კვ.მ-ის სამშენებლო ფართობის მქონე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი (A ბლოკი) ვაზისუბნის ცენტრალურ ნაწილში, მუსხელიშვილისა და ხელოვანთა ქუჩის კვეთზე მდებარეობს. 3 179 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განლაგებული კომპლექსი აერთიანებს გამწვანებულ ეზოს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს.

13-სართულიანი თანამედროვე არქიტექტურის მქონე ნაგებობა სამი ძირითადი კომპოზიციური ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის როგორც მოცულობითა და განსხვავებული აივნებით, ასევე ფერთა და ტექსტურათა თანამონაცვლეობით. ფასადის ნაცრისფერ, კრემისფერ და ტერაკოტისფერ ელემენტებს ასიმეტრიულად განლაგებული, სწორხაზოვანი აივნები აერთიანებს.

მშენებლობაში გამოყენებულია გერმანულ ბრენდ YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკები, რომლებიც ხელს უწყობს შიდა ტემპერატურის შენარჩუნებას და ენერგიის 40%-მდე დაზოგვას. ფასადი კი მოპირკეთებულია პრემიუმხარისხის ბელგიური აგურით.