05/08/2025
ფოთის ძველ ნაგავსაყრელს ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგური ჩაანაცვლებს
საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ფოთის არსებული ნაგავსაყრელი დაიხურება და მის ნაცვლად ნარჩენების გადამტვირთავი 2 სადგური აშენდება.
03/06/2024
დასრულდა ტურნირი მინი ფეხბურთში
კომპანია „ანაგის“ 35 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა მოყვარულთა ტურნირი მინიფეხბურთში.
22/04/2024
„ანაგმა“ დიღმის ტყე-პარკში 100-ამდე ხე დარგო
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული „For Better Earth“ კამპანიის ფარგლებში სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დიღმის ტყე-პარკში 100-ამდე ხე დარგო და დაასუფთავა მიმდებარე ტერიტორია.
28/11/2023
„ანაგს“, „საქართველოს ბანკსა“ და „ბიოგრაფ ლივინგს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
28 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფ ლივინგთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლეობის ფარგლებში „ანაგი“ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას №25-ში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.
10/05/2023
„ანაგი“ ი. მაჩაბლის სახელობის სამკითხველო დარბაზის რესტავრაციას განახორციელებს
10 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.