2017 წლის აგვისტოში სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ წარმატებით გაიარა რესერტიფიკაცია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილი წესების შესაბამისად და მოიპოვა ISO 9001:2015-ის სერტიფიკატი. მნიშვნელოვანია, რომ 2011 წლიდან კომპანია „ანაგი“ მინიჭებული ჰქონდა სერტიფიკატის ამ დრომდე მოქმედი ვერსია - ISO 9001:2008-ს.
რესერტიფიკაციის ჩასატარებლად კომპანიას ეწვია საერთაშორისო ორგანიზაცია „ლოიდს რეჯისტერის“ სტამბოლის ოფისის აუდიტორი, ოცწლიანი გამოცდილების მქონე სერჰატ ბიჩაკი, რომელმაც აღნიშნა, რომ რესერტიფიკაციის პერიოდში კომპანიის წარმომადგენლებმა გამოავლინეს ხარისხის ახალი სტანდარტის ღრმა ცოდნა, რომელმაც განაპირობა განახლებული სერტიფიკატის შეუფერეხებელი გაცემა.
კომპანია „ანაგის“ 35 წლის საიუბილეო წლის აღსანიშნავად „შატო მუხრანში“ ჩატარდა ტურნირი რა? სად? როდის?, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „ანაგის“ პარტნიორმა კომპანიებმა. ღონისძიებაში 24 გუნდი მონაწილეობდა.
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული „For Better Earth“ კამპანიის ფარგლებში სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დიღმის ტყე-პარკში 100-ამდე ხე დარგო და დაასუფთავა მიმდებარე ტერიტორია.
28 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ დეველოპერულ კომპანია „ბიოგრაფ ლივინგთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლეობის ფარგლებში „ანაგი“ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას №25-ში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.
10 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ანაგის“ აშენებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონი „FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022-ის“ ოქროს გამარჯვებული გახდა ნომინაციაში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა.
2022 წლის ივლისის თვეში სერტიფიცირების წამყვანმა საერთაშოროსო კომპანიამ ,,Lloyds Register Quality Assurance-მა’’ სამშენებლო კომპანია ანაგში ჩაატარა ISO 9001:2015-ისა (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა) და ISO 45001:2018-ის (შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა) საერთაშორისო სერტიფიკატების რესერტიფიცირების აუდიტი, რომელიც ასევე ითვალისწინებდა კომპანიის ყველა დეპარტამენტისა და ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის შემოწმებას, რომლის შედეგად, კომპანია „ანაგმა“ კვლავ წარმატებით შეძლო გაეგრძელებინა სერტიფიკატების ფლობის უფლება.