პროექტი

ვილა რჩეული, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:

დაწყების თარიღი:აპრილი 2007
დასრულების თარიღი:სექტემბერი 2007
ნომრების რაოდენობა: 10

პროექტის აღწერა


4-სართულიანი შენობა ნახევარსარდაფით დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და ღეროვანი ელემენტებით. შენობის ინტერიერსა და შიდა ოთახებში ჩატარდა სრული კეთილმოწყობითი სამუშაოები, საინჟინრო ქსელების ჩათვლით.

საძირკვლები – ლენტური ტიპის, მონოლითური რკინაბეტონისაგან.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
სახურავი – სპილენძის ფარფლები, ხის სანივნივე სისტემაზე, მოლარტყვით.
კარ-ფანჯრები – ლითონპლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტით.
ფასადის მოსახვა – მხატვრული ბათქაში ქვიშა-ცემენტის ხსნარით, არქიტექტურული დეტალებით და ორნამენტებით.
ზეძირკვლის კედლები და გარე კიბე – ბუნებრივი გრანიტის ფილები.