პროექტის აღწერა
5-სართულიანი შენობა დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან. შენობაში მოწყობილია საცურაო აუზი, ზომებით გეგმაში 5.5X10 მ. დამონტაჟებულია ფირმა “კონეს” სამი ცალი ლიფტი. გარე ეზო კეთილმოეწყო ეკოლოგიურად სუფთა მოსაპირკეთებელი ფილებით და გამწვანებით. საძირკვლები – ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები, დიამეტრით 130 სმ, სიგრძით 9 მ, შეკრული მონოლითური რკინაბეტონის ფილით.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარფანჯრები და ვიტრაჟები – ფირმა “რეინარსის” ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
ფასადის მოსახვა – დაღარული ბაზალტის ფილები, თერმულად დამუშავებული ხის ფიცრები.