პროექტის აღწერა
12-სართულიანი შენობა, ერთი მიწისქვეშა სართულით, დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან. საძირკველი – მონოლითური რკინაბეტონის ფილა, დაფუძნებული ქვიშახრეშოვანი ნარევით მოწყობილ ხელოვნურ ფუძეზე.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ლითონპლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
ფასადის მოსახვა – ქვიშა-ცემენტის მოსაპირკეთებელი ხსნარი, “კაპაროლის” საღებავი.