პროექტი

საცხოვრებელი სახლი წერეთლის 117, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:შპს ``გლობალური ტექნოლოგიები``

დაწყების თარიღი:აგვისტო 2016
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2017
სამშენებლო ფართი: 18800 m2

პროექტის აღწერა

12-სართულიანი შენობა, ერთი მიწისქვეშა სართულით, დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან.

საძირკველი – მონოლითური რკინაბეტონის ფილა, დაფუძნებული ქვიშახრეშოვანი ნარევით მოწყობილ ხელოვნურ ფუძეზე.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ლითონპლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
ფასადის მოსახვა – ქვიშა-ცემენტის მოსაპირკეთებელი ხსნარი, "კაპაროლ"-ის საღებავი.