პროექტი

პიაცას კოშკი, ბათუმი

დასრულებული

დამკვეთი:ბათუმის მერია

დაწყების თარიღი:ოქტომბერი 2009
დასრულების თარიღი:მაისი 2010
ნომრების რაოდენობა: 16
ფუნქციური დანიშნულება: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი
მის.: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. № 25

იტალიის ისტორიული ქალაქების გეგმარებით შთაგონებული პიაცას მოედანი ძველი ბათუმის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. მოედნის ძირითადი ნაგებობა ეკლექტიკური სტილის 70 მეტრი სიმაღლის ორიგინალური კოშკია, რომელშიც სასტუმროა განთავსებული.

ტერაკოტისა და ჩალისფრით შემოსილი შენობის გადახურვის ელემენტები მოოქრული ფურცლებითაა დაფარული, რომლებიც ირგვლივ ბეტონისა და ფერადი ლითონის გოთიკური დეკორატიული ელემენტებითაა გაწყობილი.

კოშკზე დამონტაჟებულია ფრანგული წარმოების საათი, მის ქვემოთ კი ორფრთიანი კარია, საიდანაც დანიშნულ დროს მექანიზმის ამოქმედებით ეროვნულ ტანსაცმელში ტანსაცმელში შემოსილი ფიგურები ჩნდებიან. სამშენებლო სამუშაოები შეასრულა სამშენებლო კომპანია „ანაგმა“.