პროექტის აღწერა:
კომპანია “ანაგის” მიერ შესრულდა შენობის მონოლითური კარკასის სამუშაოები. 19-სართულიანი შენობა, ორი მიწისქვეშა სართულით, დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან.
საძირკვლები – ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები, დიამეტრი 120 სმ, სიგრძე 11 მ, შეკრული რკინაბეტონის მონოლითური ფილით.