პროექტი

პარკ ჰოუმ ვაკე, თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:შპს „ანაგი დეველოპმენტი“

დაწყების თარიღი:ივნისი 2020
დასრულების თარიღი:მარტი 2023
სამშენებლო ფართი: 70000 m2
შენობის კონსტრუქციული სქემა ჩარჩოკავშირებიანი ტიპისაა, ცენტრში განლაგებული სიხისტის ბირთვით. შენობის საძირკველი მოწყობილია 1,5 მ სისქის რკინაბეტონის ფილისაგან, რომელიც დაფუძნებულია 1,5 მ დიმაეტრის ხიმინჯებზე, რომელთა სიმაღლე 50-55 მეტრია. კონსოლების ეფექტი მიღებულია 3 სართულზე უწყვეტი დიაფრაგმული კედლებით, რომლებიც შენობის კონსოლური ნაწილიდან უკავშირდება სიხისტის ბირთვს.
 
პრემიუმ ხაზის კომპლექსი სამი 10-სართულიანი დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება. შენობები ერთმანეთთან საერთო პოდიუმით არიან დაკავშირებული. პოდიუმში განთავსდება ბიზნეს ცენტრი, კომერციული და საოფისე ფართები, სამხატვრო გალერეა, სპორტული დარბაზი 25-მეტრიანი საცურაო აუზით და ავტოსადგომი.
 
კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ 8 000 კვ.მ. ფართზე მოეწყობა სარეკრეაციო სივრცე, რომელიც მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასას, საბავშვო და სპორტულ მოედნებს. დამატებით კომპლექსის წინ მოეწყობა 2 ჰა ფართის პარკი.