პროექტის აღწერა
შენობის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინაბეტონის კარკასული სისტემა, ცენტრში განლაგებული სიხისტის ბირთვით და მონოლითური დიაფრაგმებით. შენობის საძირკველი წარმოადგენს მონოლითური რკინაბეტონის ფილისა და დგარი ხიმინჯების ერთობლიობას.
შენობის პირველ სამი სართულზე გათვალისწინებული საოფისე ფართები. საცხოვრებელი ნაწილი იწყება მეოთხე კონსოლური სართულიდან, შენობის კონსოლური ნაწილები მონოლითური დიაფრაგმებით დაკავშირებულია სიხისტის ბირთვთან.