პროექტის აღწერა
5-სართულიანი შენობა, ერთი მიწისქვეშა სართულით, რომელიც წარმოადგენს პროექტის “მწვანე ქალაქი ლისზე” ნაწილს, დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან.
საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის, წერტილოვანი, საძირკვლის კოჭების შეკვრით.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ალუმინის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
ფასადის მოსახვა – თბოსაიზოლიაციო ბათქაში “თერმოლოკი”, მოსაპირკეთებელი აგური, თერმულად დამუშავებული ხის ძელაკები.
აივნის მოაჯირები – ლითონის მილკვადრატები, ზოლოვანები.