პროექტის აღწერა
18-სართულიანი შენობა, სამი მიწისქვეშა სართულით, დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომლის რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებისაგან. ტექნოლოგიურად რთულად შესასრულებელი კონსტრუქციული ელემენტი: ქვაბულის კედლების გამაგრება მონოლითური რკინაბეტონის კედლებით და ინექციური საანკერე ხიმინჯებით.
საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ფილა.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები – ლითონპლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპაკეთები.
ფასადების მოსახვა – ქვიშა-ცემენტის მოსაპირკეთებელი ხსნარი, მისი შემდგომი მოპირკეთებით ბუნებრივი ქვებისაგან.
აივნის მოაჯირები – მინა “ლამექსი”, უჟანგავი ლითონის დეტალები.