პროექტი

m² თამარაშვილზე, თბილისი

დასრულებული

დამკვეთი:სს “m² უძრავი ქონება”

დაწყების თარიღი:ივლისი 2014
დასრულების თარიღი:ოქტომბერი 2016
სამშენებლო ფართი: 29300 m2

პროექტის აღწერა


საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ორი 20-სართულიანი შენობისგან. შენობები დაგეგმარებულია სრული კარკასული სქემით, რომელთა რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციები მოწყობილია მარტივი, ფირფიტოვანი და სწორი ღეროვანი ელემენტებით.

საძირკვლები – მონოლითური რკინაბეტონის ნაბურღ-ნატენი ხიმინჯები დიამეტრით 1000 მმ, სიგრძით 20-25 მ, შეკრული მონოლითური რკინაბეტონის ფილებით.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარ-ფანჯრები – გერმანული წარმოების ლითონპლასტმასის პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
შიდა კარის ბლოკები – ლამინირებული ხის მასალა.
ფასადის მოსახვა – “მიუნხენის” დეკორატიული ბათქაში, “კაპაროლის” საღებავი.
თბოიზოლაცია – ქვაბამბა.
დერეფნებისა და ჰოლების იატაკი – ხელოვნური კერამოგრანიტის ფილები.
სველ წერტილების იატაკი – მეტლახის ფილები.
საძინებლებში და საერთო ოთახების იატაკი – ლამინირებული პარკეტი.
შიდა კედლები და ტიხრების შებათქაშება – ქვიშა-ცემენტის მოსაპირკეთებელი ხსნარი, წყალემულსიური საღებავი.
ჭერები – შეკიდული ტიპის, თაბაშირ-მუყაოს ფილები ლითონის კარკასზე, წყალემულსიური საღებავი.
აივნის მოაჯირები – მინა ლამექსი, უჟანგავი ლითონის დეტალები.