პროექტის აღწერა
შენობა თერთმეტსართულიანია, ერთი მიწისქვეშა სართულით, რომელშიც განთავსებული იქნება პარკინგი. შენობის მდგრადობა უზრუნველყოფილია მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასით, რომლის კონსტრუქციული ელემენტებია: საძირკვლის ფილა, სვეტები, დიაფრაგმები, კოჭები და გადახურვის ფილები.
კედლები და ტიხრები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები.
კარფანჯრები და ვიტრაჟები – ალუმინის (იზო) პროფილები, ორმაგი მინაპაკეტები.
შენობის ფასადის ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალა – მინა.
სახურავი და ტერასები – თბოიზოლაცია, თანამედროვე ჰიდროსაიზოლიაციო მასალები.