პროექტი

არქი საბურთალო (B ბლოკი), თბილისი

მიმდინარე

დამკვეთი:“არქი”

დაწყების თარიღი:ნოემბერი 2018
დასრულების თარიღი:მარტი 2020
სამშენებლო ფართი: 10150 m2

პროექტის აღწერა


18 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი წარმოადგენს ჩარჩოსებრ-კავშირებიან სისტემას მონოლითური რკინაბეტონის დიაფრაგმებით. ერთი  მიწისქვეშა და ორი მიწისზედა სართული გათვალისწინებულია ავტოფარეხისათვის.   

საძირკველი – ბურღვით-ნატენი ხიმინჯები დიამეტრით 1200 მმ, შეკრული მონოლითური რკინაბეტონის საძირკვლის ფილით. 
გარე შემომფარგვლელი კედლები – “იტონგის” მსუბუქი ბლოკები.
შიდა კედლები – ბეტონის მცირე საკედლე ბლოკები. 
ფასადი თბოიზოლაცია – გაფართოებული პოლისტირონის (EPS) ფილები.
ფასადის მოპირკეთება – ბაზალტის დეკორატიული ფილები, რუხი დეკორატიული ლესვა, ხით მოპირკეთება. 
ფასადის ღიობების შევსება – ყავისფერი მეტალოპლასთმასის ფანჯრები, შავი ალუმინის ვიტრაჟები და შავად შეღებილი მილკვადრატის ჟალუზები. 
საერთო ფართების მოპირკეთება – კერამოგრანიტის ფილები. 
ტერასები – თბოიზოლაცია, კერამოგრანიტი. 
აივნების მოპირკეთება – კერამოგრანიტის ფილები. 
აივნის მოაჯირები – ლითონის მილკვადრატები და მინის მოაჯირები.